გიორგი ტყემალაძემ თბილისის მუზეუმების გაერთიანების პროექტის წარდგენაში მონაწილეობა მიიღო

თბილისის მუზეუმების გაერთიანების - ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პროექტის „მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ წარდგენა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრო.

გიორგი ტყემალაძემ წარმოდგენილი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს წარმოდგენილი პროექტი, უაღრესად მნიშვნელოვანია კულტურული და სამეცნიერო თვალსაზრისით, რაც გულისხმობს ჩვენს მუზეუმებში დაცული უნიკალური მასალის შენახვისა და კონსერვაციისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, მუზეუმებისადმი ინტერესის ზრდას, ხელმისაწვდომობას და პოპულარიზაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილე ორგანიზაციებს, თბილისის მუზეუმების გაერთიანებას, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრს (CTC).

განსაკუთრებული მადლობა „bp“-ის, რომლის სოციალური ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში ამ პროექტის დაფინანსება მოხდა. ვფიქრობ, მსგავსი ხასიათის კიდევ არა ერთი პროექტი იქნება განხორციელებული, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის კულტურული და სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებისთვის.

თბილისის საკრებულოს სახელით, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, მზად ვართ, მაქსიმალურად ჩავერთოთ და ხელი შევუწყოთ სამეცნიერო და კულტურული მიმართულების პროექტების განხორციელებას და მონაწილეობა მივიღოთ მსგავსი ტიპის აქტივობებში“, -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

აღნიშნული კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და თბილისის მუზეუმების გაერთიანების თანამშრომლობით განხორციელდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რაც საშუალებას მისცემს მას გააფართოოს აუდიტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების პროექტის წარდგენას გიორგი ტყემალაძესთან ერთად დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე და „bp“-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ