ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო ეწვია

უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. ინფორმაციას ბსუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ბსუ-ს რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან გამართულ შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა.

მხარეებმა ყურადღება 28 ოქტომბერს, ბუდაპეშტში საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის ვიზიტის დროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო და სიცოცხლის მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის გაფორმებულ მემორანდუმზე გაამახვილეს, რომლის ფარგლებში სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამები ამოქმედდება.

„ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, უნგრეთის სამთავრობო სტიპენდიები გააცნო და ლექცია წაიკითხა თემაზე - „უნგრეთი და ევროინტეგრაცია“.

ისაუბრა იმ გამოცდილებაზე, რომელიც უნგრეთმა ევროინტეგრაციის გზაზე გაიარა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

სტუდენტებთან გამართულ შეხვედრას ასევე განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც სტუდენტებს უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამების, საკონკურსო ვადებისა და პროცედურების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს