შალვა პაპუაშვილი ლისაბონის უნივერსიტეტში პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარებს და სტუდენტებს შეხვდა

პორტუგალიის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ლისაბონის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა.

შალვა პაპუაშვილი პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარებსა და სტუდენტებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ესაუბრა და ხაზი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა. ისაუბრა რეგიონის პოტენციალზე ევროპასა და აზიას შორის ტრანსპორტის, ენერგო რესურსების ტრანზიტის და ვაჭრობის მიმართულებებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა