ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებს კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობისა და განხილვის მიზნით კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების, სათემო/არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ჩატარდა.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრების მიზანია ტყის მდგრადი მართვის პროცესში საზოგადოების შესაძლო სარგებლის გაცნობა და ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

„საინფორმაციო შეხვედრები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა. მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ტყის კოდექსს, გამოწვევებსა და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობას რეგიონში. მიიღეს ინფორმაცია ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისა და ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების შესახებ.

შეხვედრები საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“-ს ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ამავდროულად პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას. პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მისი უწყებების და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ”, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა