პარლამენტის შენობის წინ უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

„დაანთე სანთელი“ - ამ სლოგანით პარლამენტის შენობის წინ, უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორის, “უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაციის” ხელმძღვანელის, კატერინა კოზაკის განცხადებით, 90 წლის წინ, საბჭოთა კავშირის მიერ განხორციელებული გენოციდი - ჰოლოდომორი - უკრაინული ისტორიის ტრაგიკული ფურცელია.

“დაანთე ხსოვნის სანთელი” არის აქცია, რომელიც ეძღვნება ყველა იმ მსხვერპლის მოხსენიებას, რომელიც უკრაინაში შიმშილობით გარდაიცვალა. ეს წელი საკმაოდ დრამატულია, იმის გასაგებად, რომ ისტორია მეორდება. რუსეთი ჯერ კიდევ ატერორებს უკრაინას და ყველა დემოკრატიულ ქვეყანას”, - აღნიშნა კოზაკმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა