ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს იტალიაში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს.

მთავრობის მეთაური მადლობას უხდის ნონა გაფრინდაშვილს იმ სიხარულისთვის, რასაც თითოეული ქართველი განიცდის.

"მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის, გასაოცარი სპორტული ბიოგრაფია კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით გაგრძელდა - ქალბატონმა ნონამ იტალიაში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მერვედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

მადლობას ვუხდი ქალბატონ ნონას იმ სიხარულისთვის, რასაც ახლა თითოეული ქართველი განიცდის და კვლავაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა