კაჭრეთში იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა ჩატარდა

26-27 ნოემბერს, კაჭრეთში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების საბჭოს და იურიდიული დახმარების სამსახურის სამმართველოების უფროსთა შეხვედრა ჩატარდა.

იურიდიული დახმარების საბჭოს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე.

„შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სამსახურში მიმდინარე რეფორმები და პროექტები, სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა. იურიდიული დახმარების საბჭომ განიხილა და დაამტკიცა იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სტანდარტები, სამსახურის ახალი დებულება. სამსახურის შინაგანაწესში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნინო მელაძემ.

სხდომას ასევე ესწრებოდა კანადელი ექსპერტი ალან დალი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო