ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხთარ ბაბაევს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ოთარ შამუგიამ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„გარემოს დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოგეხსენებათ, ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან შემოყვანილი ქურციკების პოპულაციის ზრდის ხელშეწყობის პროექტი. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის არაერთ სასარგებლო ღონისძიებას განვახორციელებთ“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მუხთარ ბაბაევმა მადლობა გადაუხადა მინისტრს საიმედო პარტნიორობისთვის და წყლის რესურსების, ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

„საქართველოს გარემოსდაცვითი კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. საუბარი ეხება სატყეო რეფორმის, წყლის რესურსების მართვის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება საყოველთაო პრობლემაა. ვფიქრობ, გამოცდილების გაზიარებით, შევძლებთ ურთიერთსასარგებლო და ეფექტიან თანამშრომლობას“, - განაცხადა მუხთარ ბაბაევმა.

შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - ნინო თანდილაშვილი, იური ნოზაძე, კახა კაკაბაძე და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით მართვას, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა