დღეს შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება

დღეს, 28 ნოემბერს, შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმაციით, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება, 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება.

„ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მართლმორწმუნენი ემზადებიან, რათა ძალისამებრ თვისისა სულიერად განწმენდილნი შეხვდნენ უდიდეს დღესასწაულს, - ამქვეყნად მოვლინებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

გააძლიერეთ ლოცვა (ყოველდღიური კანონის გარდა ხშირად თქვით ,,მოწყალებისა კარი განგვიღე...“ და იკითხეთ სახარება) და ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება.

ღმერთმა მშვიდობის მარხვა და სიხარულის შობა გაუთენოს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს“, - ნათქვამია პარტიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა