ირაკლი ღარიბაშვილი - სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება

სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, ასევე, დაგეგმილია 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„იცით, რომ პირველი იანვრიდან, დაიწყება სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, აქაც 800 სკოლა გავქვს ჩასმული, 500 სკოლას გაისად ვიწყებთ, რაც მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის. ჩვენი თაობა უნდა იზრდებოდეს ჯანსაღ, კარგ გარემოში. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე“,- აღნიშნა პრემიერმა და დასძიენა, რომ დამატებით, კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა განათლების დაფინანსებაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა