თბილისის საქალაქო სასამართლოში, არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმების, დავით და გუგა კაკულიების სასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ძმების, დავით და გუგა კაკულიების სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს თვითონ ბრალდებულებიც ესწრებიან. დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის მოწმეთა გამოკითხვით გრძელდება.

ერთ-ერთმა მოწმემ, ექსპერტმა ლარისა ლისინამ სხდომაზე ისაუბრა უშუალოდ იმ ბინის ჩხრეკის შესახებ, რომელიც ძმებს კაკულიებს ჰქონდათ ნაქირავები. მისი თქმით, საექსპერტო დაწესებულებაში შევიდა შეტყობინება ბინის ჩხრეკის თაობაზე, სადაც მეწყვილესთან ერთად გავიდა. ლარისა ლისინას თქმით, ჩხრეკაზე მისულებს ადგილზე დახვდათ ბინის მესაკუთრე, გამომძიებელი და ბრალდებული ძმები, რომელთა თვალთახედვის არეში ხდებოდა ბინის ჩხრეკა. მოწმე განმარტავს, რომ ჩხრეკა უშუალოდ გამომძიებელმა ჩაატარა, მისი მეწყვილე ფოტოდასურეთებას ახდენდა, თავად კი ოქმებს ადგენდა.

„ჩხრეკისას ამოღებულ იქნა თანხა, ასევე ზურგჩანთიდან მჭიდი ვაზნებით, სხვადასხვა პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი, პისტოლეტი და პირადობის მოწმობები. ეს ყველაფერი დაილუქა”, - განაცხადა ლარისა ლისინამ.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია