პრემიერის განცხადებით, მთავრობა ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამას იწყებს, რისთვისაც 200 მლნ ლარი გამოიყოფა

მთავრობა ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამას იწყებს, რისთვისაც 200 მლნ ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს როგორც ძველი ტურისტული არეალების რეაბილიტაციას, ისე ახლის განვითარებას.

"რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე. ჩემი დავალებით, ეს პროგრამა უკვე გამზადებულია და რამდენიმე ხანში წარვადგენთ კონკრეტულ გეგმას, რაც არსებული ლოკაციების, ასევე ახალი ლოკაციების განვითარებას შეეხება. მომდევნო წელს ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას და არსებულის რეაბილიტაციას. ამ მიზნით 200 მლნ ლარს გამოვყოფთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს