პრემიერი - გვაქვს გეგმა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები და ამ მიზნით 70 მილიონ ლარს გამოვყოფთ

საქართველოში მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტებისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, აღნიშნული პროგრამა ტურისტებს დამატებით მოიზიდავს.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები და არტისტები. ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები გაიმართება, სტადიონებზეც და „ბლექ სი არენაზე“. ამ მიზნით, ჩვენ გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს. ამის შესაბამისი თანხები გვაქვს, მომდევნო 2 წელიწადში ეს პროგრამა დაფინანსდება და ვფიქრობთ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და საინტერესო პროგრამა გამოგვივა“,- აღნიშნავს პრემიერი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო