მიხეილ სააკაშვილის ძმა - ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესზე მიშას მოსვლა - არის ვარაუდი, რომ „ვივამედის” ექიმები მის ტრანსპორტირებაზე ნებართვას არ გასცემენ

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმის, გიორგი სააკაშვილის განცხადებით, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დღევანდელ სხდომას, ამაზე საუბარი დანამდვილებით ჯერ რთულია.

როგორც მან სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, „ვივამედის” მედიკოსები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე კლინიკიდან სასამართლოში ტრანსპორტირების რეკომენდაციას სავარაუდოდ არ გასცემენ.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო პროცესზე მიშას მოსვლა, რათა ნათელი მოეფინოს იმას, რომ მისი მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა. მე ძალიან მიმძიმს ამ საკითხზე საუბარი. როცა 7 თვის წინ, ბოლო სასამართლო პროცესზე ყველა ვიმყოფებოდით და როცა შეუძლოდ გახდა, თუ გავითვალისწინებთ მაგ პროცესს, დღეს ბევრად მძიმე მდგომარეობაა. ვერც კი იცნობთ, თუ როგორ მდგომარეობაშია დღეისათვის. ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ არის ვარაუდი, რომ „ვივამედის” ექიმები ტრანსპორტირებაზე ნებართვას არ გასცემენ. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არ არის სახარბიელო ტრანსპორტირება. მოგეხსენებათ, “ვივამედის” კლინიკა სასამართლოდან 2 წუთის მანძილზეა. დაველოდოთ, მაინც იმედს ვიქონიებ, რომ შეძლებს, დაესწრება სასამართლო პროცესს და თვითონ გასცემს პასუხს შეკითხვებს, რაც საზოგადოებას აწუხებს ბოლო თვეების მანძილზე", - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა