პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს

პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო სუბიექტებისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსურ მონიტორინგს და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო თანამდებობის პირებს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიუროსათვის მოუწევთ. სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციად განისაზღვრა თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შევსება -ჩაბარების კონტროლის, შენახვის, მონიტორინგის, საჯაროობისა და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება, რასაც ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს.

ამ მიმართულებით ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტში ცვლილებები ასახულია. გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები კი, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციების გაფართოებასთან დაკავშირებული სიახლე სრულად პასუხობს ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებს და აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებსა და წინადადებებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა