ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს, ბიუჯეტის დაახლოებით 400 მლნ ლარით მატებაა მოსალოდნელი, რის შედეგადაც ბიუჯეტის დეფიციტი 3.1%-მდე შემცირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს, ბიუჯეტის დაახლოებით 400 მლნ ლარით მატებაა მოსალოდნელი, რის შედეგადაც ბიუჯეტის დეფიციტი 3.1%-მდე შემცირდება.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და ის ძირითადი მიმართულებები დაასახელა, სადაც მომდევნო წელს ბიუჯეტი გაიზრდება.

„თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 170 მლნ ლარი. ასევე, 30 მილიონი ლარით გავუზარდეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, კულტურისა და სპორტის მიმართულებას კი 55 მლნ ლარით. ჩვენს საამაყო პოლიციას დავუმატეთ 35 მლნ ლარი.

ეს არის ძირითადი მიმართულებები, რაზეც ახალი ბიუჯეტი გადანაწილდება და ეს არის დამატებითი რესურსი, რაც გამოვნახეთ. მოთხოვნები გაცილებით მეტი იყო - სამინისტროებს კონკრეტული გეგმები ჰქონდათ წარმოდგენილი, მაგრამ ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ესენია ის აუცილებელი დასაფინანსებელი პროგრამები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას წაადგება.

მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მლნ ლარზე მეტს. ამის ფარგლებში შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3.1%-მდე. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლის დასაწყისში 4.4% იყო და ჩამოვწევთ თითქმის 3%-მდე. რაც მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო