ზურაბ აზარაშვილი ოფიციალური ვიზიტით სეულში იმყოფება

ზურაბ აზარაშვილი ოფიციალური ვიზიტით სეულში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯანდაცვის მინისტრი გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგის (GHSA) რიგით მეშვიდე მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.

გახსნით ღონისძიებაზე, ყურადღება გამახვილდა ჯანმრთელობის საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე. მინისტერიალზე ისაუბრეს პოსტ-კოვიდ ეპოქაში GHSA პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობებზე - პანდემიის მართვის, პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებში შეძენილი გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა ვირუსული ინფექციების მართვის საკითხებზე და ამ მიზნით, იმუნიზაციის ეროვნული პროგრამის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, კორეის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურიც იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო