გენადი არველაძე კორეაში ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს

28-30 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სამუშაო ვიზიტით კორეის რესპუბლიკას ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვა კორეასთან ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო კაპიტალის დაცვას და სტიმულს მისცემს კორეული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში და პირიქით.

მხარეებს შორის პირველადი კონსულტაციები საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით სეულში 2019 წლის დეკემბერში, ხოლო პირველი ოფიციალური რაუნდი 2021 წლის 24-25 ივნისს გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა