„თიბისი დაზღვევამ“ ახალი საიმიჯო კამპანია - „სანერვიულო არაფერია“ დაიწყო

„თიბისი დაზღვევამ“ ახალი საიმიჯო კამპანია - „სანერვიულო არაფერია“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათი ცნობით, კამპანიის მთავარი ვიოდე რგოლი მხატვრულად გაცოცხლებული ქართული იდიომების კოლაჟს წარმოადგენს.

„სანერვიულო არაფერია, თუ იმას აპირებ, რაც გულზე გეხატება, თუ ჩიტი ბრდღვნად ღირს, ან თუნდაც, ერთი სული გაქვს დრო მოვიდეს - ეს „თიბისი დაზღვევის“ ახალი საიმიჯო კამპანიის მოტივია.

კამპანიის მთავარი რგოლი მხატვრულად გაცოცხლებული ქართული იდიომების კოლაჟს წარმოადგენს, რომელშიც თითოეული ნამუშევარი სხვადასხვა ქართველ არტისტსა და სტუდიას ეკუთვნის.

ეს იდიომები დიდ მიზნებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თუ ცხოვრების მაქსიმალურად შერგების მძაფრ სურვილის აღწერენ. იდიომა ხომ სწორედ იმ დროს ჩნდება, როცა სიტყვებს ვერ ვუძებნით ძლიერ სურვილებსა თუ აღფრთოვანებებს, რომლებიც ჩვენში შემოაღწევს ხოლმე და მოსვენებას არ გვაძლევს, რაღაცის შექმნის, ახალი გამოცდილების მიღებისა და, რაც მთავარია, პროგრესის სურვილს გვიასმაგებს.

https://youtu.be/2aJ33ZvNnwE

თუ ცხოვრებისგან მეტის მიღება გსურს, დიდი გზის გავლა მოგიწევს, რომელზეც უამრავი მოულოდნელი უსიამოვნება შეიძლება შეგხვდეს, თუმცა თუ შენი მიზნისთვის ჩიტი ბრდღვნად ღირს და იცი საით მიდიხარ, მაშინ სანერვიულო არაფერია.

სადაზღვევო კომპანიის უმთავრესი ამოცანაც ხომ სწორედ ეს არის, ცხოვრებაში შეფერხებებისგან დაგაზღვიოს, შეგარგოს ყოველდღიურობა, საჭირო მომენტში გითხრას, რომ „სანერვიულო არაფერია“ და, ამგვარად, გზის გაგრძელების საშუალება და მოტივაცია მოგცეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა