რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

საჯაროდ მოვუწოდებ როგორც „რუსთავის აზოტის“ გასხვისების ინტერესის უკან მდგომ, ისე მისი შეძენით დაინტერესებულ პირებს, რომ თავი შეიკავონ „რუსთავის აზოტის“ გასხვისების მიზნით ნებისმიერი გარიგების/მანიპულაციების განხორციელებისაგან, -ამის შესახებ განცხადებას „რუსთავის აზოტის“ ყოფილი მფლობელი რომან ფიფია ავრცელებს.

ფიფიას შეფასებით, ამგვარი გარიგებებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი ვერ განიხილება „რუსთავის აზოტის“ აქტივების კეთილსინდისიერ შემძენად.

„როგორც ცნობილია, 2016 წლამდე გახლდით რუსთავში მდებარე მინერალური სასუქების მწარმოებელი საწარმოს - „რუსთავის აზოტის“ ბენეფიციარი მესაკუთრე. ჩემი საკუთრების უფლება ამ საწარმოზე უკანონოდ შეწყდა სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა არამართლზომიერი ქმედებების გამო. ამიტომ, ჩემი უფლებების დასაცავად და საკუთრების აღდგენის მიზნით, დღემდე ვაწარმოებ დავებს/სამართლებრივ პროცედურებს სხვადასხვა იურისდიქციაში, მათ შორის საქართველოში.

ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „რუსთავის აზოტის“ ამჟამინდელ მესაკუთრეს/შპს „ე.უ. ინვესთმენთ“-ს და მათ უკან მდგომ პირებს, განზრახული აქვთ პირდაპირი თუ ირიბი გზით გაასხვისონ რუსთავის აზოტის აქტივები. წინამდებარე განცხადების მიზანია, საჯაროდ მოვუწოდო როგორც „რუსთავის აზოტის“ გასხვისების ინტერესის უკან მდგომ, ისე მისი შეძენით დაინტერესებულ პირებს, რომ თავი შეიკავონ რუსთავის აზოტის გასხვისების მიზნით ნებისმიერი გარიგების/მანიპულაციების განხორციელებისაგან. ამგვარი გარიგებებით დაინტერესებული ნებისმიერი პირი ვერ განიხილება რუსთავის აზოტის აქტივების კეთილსინდისიერ შემძენად.

მსურს გავასაჯაროო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მე მივმართე საქართველოს ეროვნულ ბანკს, რათა მან თავისი საზედამხედველო უფლებამოსილებების ფარგლებში, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიკვლიოს საქართველოს ერთ-ერთი სისტემური ბანკისა და მისი უმაღლესი მენეჯმენტის თანამდებობის პირების როლი და ჩართულობა „რუსთავის აზოტის“ მართლსაწინააღმდეგო დასაკუთრების სქემაში. ამასთან, ეროვნულ ბანკს წარვუდგინეთ არამართლზომიერ ქმედებათა ჯაჭვში მონაწილე პირთა მამხილებელი არაერთი საყურადღებო მტკიცებულება.

გამოვთქვავ იმედს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იმოქმედებს მისი მაღალი სტატუსის შესაბამისად და უახლოეს დროში მოახდენს სათანადო და ეფექტურ რეაგირებას.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფომარაციისათვის შეუძლიათ მიმართონ იურიდიულ ფირმა “BLB“-ს, რომელიც იცავს და წარმოადგენს ჩემს ინტერესებს საქართველოში“,-განაცხადა რომან ფიფიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა