ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა ერთჯერადი პროგრამა არ არის და სარგებელი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს, შესაძლოა, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი იყოს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა ერთჯერადი პროგრამა არ არის და სარგებელი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს, შესაძლოა, რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი იყოს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმში ქვეყანას აქვს 40-45%-იანი ზრდის შესაძლებლობა, ამიტომ ტურისტების რაოდენობა უნდა გაუთანაბრდეს 2019 წელთან არსებულ მაჩვენებელს.

„რაც შეეხება კონცერტების დაფინანსებას, ეს პროექტი არის 2-წლიანი. აღნიშნული პროექტი ბუნებრივია, ითვალისწინებს ისეთი ღონისძიებების ჩატარებას, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. როგორც მოგახსენეთ, ტურიზმში ქვეყანას აქვს 40-45%-იანი ზრდის შესაძლებლობა, რაც არსებული შემოსავლებიდან მილიარდ დოლარზე მეტია. შესაბამისად, ეს შესაძლებლობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ტურისტების რაოდენობა უნდა გაუთანაბრდეს 2019 წელთან არსებულ მაჩვენებელს. ეს ქვეყანამ დამატებით მისცემს 1 მილიარდ დოლარის შემოსავალს და რეალისტური პროგნოზია, რომ მომდევნო წელს, 2019 წლის ტურისტების მაჩვენებელს დავუახლოვდეთ. ამას სჭირდება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ეს თავისით ვერ მოხდება. ამ მიმართულებით თანხები გამოსაყოფია. შემიძლია გითხრათ, რომ ეკონომიკურად ძალიან გამართული პროექტია. აღნიშნული პროგრამა იქნება თვითკმარი, აღნიშნული პროგრამა თავის თავს შემდგომ წლებში თვითონ დააფინანსებს. ამონაგები იქნება საკმაოდ მაღალი, მეორე მხრივ, ამას ძალიან დიდი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის. მომდევნო 2 წლის განმავლობაში თავისუფლად გაგრძელდება პროგრამა ამ დაფინანსებით. ერთჯერადი პროგრამა არ არის. სარგებელი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს, შესაძლოა იყო რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი“, - აღნიშნავს ხუციშვილი.

კითხვაზე, რატომ ჩათვალა მთავრობამ, რომ კონცერტების 70 მილიონი ლარით დაფინანსება უფრო პრიორიტეტული, ვიდრე პოლიციის, რისთვისაც 35 მილიონია გამოყოფილი, ხუციშვილი აღნიშნავს, რომ ამ თანხების შედარება სწორი არ არის.

„პოლიციის და სხვა სამსახურების ხელფასების დაფინანსება იზრდება 300 მილიონი ლარით. 35 მილიონი ლარი გამოიყოფა ინფრასტრუქტურის ნაწილისთვის. პოლიციის შენობები, სასაზღვრო პუნქტებზე. ასევე ეს თანხა მოიცავს დამატებით სახანძრო მანქანების შეძენას. იცით, რომ 55 მილიონი ლარია გამოყოფილი 3 სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად. ამ თანხების შედარება არ იქნება სწორი“,- აღნიშნავს ხუციშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)