შალვა პაპუაშვილი - ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, რომელსაც საზოგადოება აკვირდება და გამოწვევაა მთელ მსოფლიოში, შეშფოთებას იწვევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო უერთდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად დაწყებულ კამპანიას, რომლის ფარგლებში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.

როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

„ის ძალადობის შემთხვევები, რომელსაც საზოგადოება აკვირდება და რომელიც სამწუხაროდ, გამოწვევა არის მთელ მსოფლიოში ზოგადად, რა თქმა უნდა, ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ამავე დროს, ვფიქრობთ, რა არის გამოსავალი, პოვნა რთულია, ვინაიდან, იცით, რომ ქართული კანონმდებლობა ბოლო წლებში გამკაცრდა, პრაქტიკაც ძალიან აქტიურია ასეთი შემთხვევების გამოსავლენად და დასასჯელად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით და ალბათ, საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავზე ის პასუხისმგებლობა, რომ ქალთა მიმართ ძალადობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს და საზოგადოებისთვის არათუ მიუღებელი იყოს, არამედ ყოველგვარ მორალურ, ეთიკურ საზღვრებს მიღმა ასეთი საკითხები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ასეთი კამპანია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უერთდება. ყველას მოგიწოდებთ, მასში ჩაერთოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს