თსუ-სა და „პალიტრა L”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გამომცემლობა „პალიტრა L” ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარს გადასცემს.

უნივერსიტეტის ცნობით, ამის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯაბა სამუშიამ და გამომცემლობა “პალიტრა L”-ის ხელმძღვანელმა თინა ასათიანმა მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „პალიტრა L”-ს ახალი გამოცემების პრეზენტაციისა და გამოფენა-გაყიდვებისთვის სივრცეებს გამოუყოფს, სადაც თსუ-ს სტუდენტები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ამასთან ერთად, ცნობილი ავტორები პერიოდულად თსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრებს გამართავენ.

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯაბა სამუშიას თქმით, თსუ-სა და „პალიტრა L”-ს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კაფე გაიხსნება, სადაც გამოცემები იქნება წარმოდგენილი. უნივერსიტეტში ასევე გაჩნდება ახალი სივრცეები, სადაც წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ისეთ გამომცემლობასთან პარტნიორობა, როგორიც „პალიტრა L”-ია მნიშვნელოვანი და საინტერესოა“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

„პალიტრა L”-ის ხელმძღვანელის განცხადებით კი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თსუ-სა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება.

,,ჩვენთვის ძალიან საინტერესოა სტუდენტებთან ურთიერთობა. ასევე, სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვექნება უნივერსიტეტის ლამაზი სივრცეები ჩვენი ახალი გამოცემების პრეზენტაციებისთვის, გამოფენა-გაყიდვებისთვის, ცნობილ ავტორებთან შეხვედრებისთვის გამოვიყენოთ“, - განაცხადა „პალიტრა L”-ის ხელმძღვანელმა თინა ასათიანმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამომცემლობა „პალიტრა L”-თან 2011 წლიდან თანამშრომლობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა