ანონსი  29 ნოემბერი

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა“ მაღალი დონის კონფერენციას სახელწოდებით „მერების შეთანხმების 10 წლისთავი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ გამართავს.

მის: თავისუფლების მოედანი #4 (სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“)

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, კონფლიქტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი მამუკა გაჩეჩილაძე, რომელიც გერმანიდან საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა, „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები; სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული შერიგების პროცესი ე.წ. თანხმობის, შერიგების იდეა; ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში და საქართველო.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

29 ნოემბერს, 11:00 საათზე, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,ერთობა 2013" და ,,დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება" შეიკრიბება და დაანონსებს კოლექტიური დავის დაწყებას ,,თბილისის სატანსპორტო კომპანიის" წინააღმდეგ.

თემა: კოლექტიური დავის საკითხიაა ინფლაციიდან, პირველადი თუ სხვა პროდუქტების ფასების ზრდიდან გამომდინარე, სატრანსპორტო კომპანიაში მშრომელთა ანაზღაურების 20%-იანი ზრდა. „ერთობა 2013“ წერილობით განცხადებებს შეიტანს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“, თბილისის მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროში.

მის: მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა შესასვლელი

საკონტაქტო: ზაზა ბარბაქაძე - 579 00 38 88 ; რატი კაპანაძე - 591 41 62 36 ; აჩი ლაბაძე - 591 41 61 97

29 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სამეცნიერო დისკუსია - „სოციალური სამართლის არსი და გამოწვევები თანამედროვე საზოგადოებაში“ გაიმართება.

მის: ჩარგლის ქ N 73

საკონტაქტო: მედეა წივწივაძე -577 49 49 35; თამარ კენჯია - 557 60 35 68

29 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება. ОДКБ - ს სამიტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გორგასლის ქ.24 ა

29 ნოემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამართავს საჯარო დისკუსიას გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგინების საფუძველზე იქნა მიღებული.

ღონისძიებას, რომელსაც მოსამართლეები, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, გახსნიან USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩხეიძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მანანა კობახიძე. გადაწყვეტილების შესახებ კი ისაუბრებს საქმის მომხსენებელი მოსამართლე, თეიმურაზ ტუღუში.

საკონტაქტო: მერი მახარაშვილი - 599 500 137

29 ნოემბერს,18:00 საათზე, გალერეა „წითელ კვადრატში“ ქეთი შალამბერიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა „ანარეკლი“ გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო