მერია - თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

მერაბ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 29 ნოემბრის 00:00 საათიდან 5 დეკემბრამდე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან გადაადგილებას მერაბ კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით, ნიკოლაძის ქუჩის გავლით შეძლებენ. რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი კოსტავას ქუჩის გამოყენებით, მარცხნივ მოხვევით, მხოლოდ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

„რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, ამ შემთხვევაში, მიმართულება დარჩება უცვლელი და მძღოლები, როგორც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ასევე მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.

რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397, N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 პირველი რესპუბლიკის მოედნის საშუალებით, ქიაჩელისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებზე გადავლენ, შემდეგ კი მერაბ კოსტავას ქუჩით, დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

უკუმიმართულებისას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა არ იცვლება“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს