თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაციის მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადა 2024 წლის 31 ივნისამდე გადაიწევს

„თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა ისკო დასენმა კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, რომ კანონის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან იკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია-განლაგება სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე.

მისი განმარტებით, ცვლილების განხორციელება და მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადის 2024 წლის 31 ივნისამდე გადაწევა შესაძლებლობას იძლევა კომპანიებმა მოახდინონ თავისი წარმოების არსებულ რეალობასთან ადაპტირება რადიკალური დანაკარგების გარეშე.

ამასთან, თავიდან იყოს აცილებული უკანონო ვაჭრობა, გაზრდილი კონტრაბანდული პროდუქციის ოდენობის ბაზარზე შემოდინება, ლეგალური პროდუქციის გაყიდვების შემცირება და დამატებითი დეფიციტი საბიუჯეტო შემოსავლებზე. „2017 წლის შემდეგ, ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმის ინდუსტრიაში ჩაბმული კომპანიების მიერ მუდმივად ხდებოდა პროდუქტის არსებულ კანონმდებლობასთან მორგება და დღეის მდგომარეობით დარჩენილია მხოლოდ თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია-განლაგების ვალდებულების ამოქმედება, რაც ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმის - შეფუთვის, შეფუთვის ფერის, წარწერების და ნიშნების, ზედაპირის, ხმის სურნელის და ჩანართის, ჩასაფენისა და ფოლგის, გარსის, ფორმის, ზომისა და შეფუთვის გახსნის, სიგარეტისა და სიგარის ღერების სტანდარტიზებულ შეფუთვას. ახალი ცვლილებით კი კომპანიებს შეეძლებათ თავისი წარმოების ადაპტირება არსებულ რეალობასთან, რაც უკრაინაში საომარ მოქმედებებს უკავშირდება", - განაცხადა მომხსენებელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი გამარტივებული წესით განიხილება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს