თსუ-ში დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია, პროფესორები, სტუდენტები, სხვადასხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და სტუმრები სვანეთიდან.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე სვანეთის ისტორიული, ლინგვისტური და ეთნოგრაფიული საკითხები განიხილეს.

„დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის ღვაწლზე, მის საერთო ქართულ საქმიანობაზე, ნაშრომებსა და ქართული მეცნიერების განვითარებაში შეტანილ წვლილზე ისაუბრა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ.

„ეს იყო ადამიანი, რომელიც სვანეთში დიდი ილიას დავალებით ჩავიდა და დაიწყო იმ დიდი ქართული საქმის კეთება, რომლის შედეგებზე დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. თითქმის საუკუნენახევრის შემდეგაც მისი ნამოღვაწარი ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ნაწერები, მისი ისტორიული, ეთნოლოგიური, ფოლკლორისტული ჩანაწერები დღემდე ინარჩუნებს დიდ მნიშვნელობას სვანეთის შესწავლაში“,-განაცხადა მან.

ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა აღნიშნა ბესარიონ ნიჟარაძის უდიდესი როლი სვანეთის კულტურისა და ისტორიის კვლევაში.

„ბესარიონ ნიჟარაძე არის დიდი ადამიანი, რომელსაც სვანეთში დღესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იხსენებენ და ადიდებენ მის სახელს იმ დიდი ქართული საქმებისთვის, რაც მან ფოლკლორის, ეთნოლოგიის, ისტორიის და სხვა მიმართულებებით განახორციელა. მიხარია, რომ ჩვენი დედა უნივერსიტეტი მის ტრადიციაზე ზრდის ახალგაზრდა თაობებს“,- განაცხადა წულუკიანმა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ეთნოლოგიის განყოფილება, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაცია.

„როგორც დეკანოზი ბესარიონი იყო დაინტერესებული სვანური ენის პოპულარიზებით, სვანური ენის შესწავლით, ასევე ვართ დაინტერესებული ამ საკითხებით ჩვენც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზრუნავს სვანეთის კულტურის შესწავლაზე, ამასვე აკეთებს სახელმწიფო. ასე რომ, ბესარიონ ნიჟარაძის საქმეები გრძელდება და დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თაობათა კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დადასტურება“, - განაცხადა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა.

,,დეკანოზი ბესარიონის ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ზოგადად ქართული კულტურისათვის. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს 30-ზე მეტი მეცნიერი საქართველოს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და მუზეუმებიდან“,-აღნიშნა თსუ-ს პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა.

ბესარიონ ნიჟარაძე მე-19 საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის საზოგადო მოღვაწეა (1852-1919). სასულიერო მოღვაწეობის გარდა, იგი აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებთან და აქვეყნებდა სტატიებს თავისუფალი სვანის, ბესარიონ სვანისა და სვანის ფსევდონიმებით. მისი წერილები და ნარკვევები მოიცავს სვანეთის ისტორიის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, ფოლკლორის, გეოგრაფიისა და ენის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს სვანური ხალხური ზღაპრების კრებული, სვანურ-რაჭული საგმირო-საისტორიო სიტყვიერების ნიმუშები. დიდია ბესარიონ ნიჟრაძის წვლილი სვანეთის კვლევის საქმეში.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს