ლევან იოსელიანი - ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ საქართველომ მეორეჯერ აღარ ჭამოს სირცხვილი, რაც ერთხელ უკვე მოგვივიდა, როდესაც პირველი პრეზიდენტი ფაქტობრივად მოვკალით

ერთი რამ ცხადია, ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ საქართველომ მეორეჯერ აღარ ჭამოს ის სირცხვილი, რაც ერთხელ უკვე მოგვივიდა, როდესაც პირველი პრეზიდენტი ფაქტობრივად მოვკალით, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, ის ყოველთვის სკეპტიკურად უყურებდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების და ოჯახის წევრების განცხადებებს, თუმცა დღეს, როცა კლინიკამ ექსპრეზიდენტს სასამართლოში მისვლის უფლება არ მისცა, დარწმუნდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

„მეც ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი ხოლმე მისი ადვოკატების და ოჯახის წევრების განცხადებების. არა იმიტომ, რომ არ მჯერა მათი, არამედ ოჯახის წევრი, ადვოკატიც, პარტიაც, წევრებიც უფრო დაინტერესებული არიან და შეიძლება გადაჭარბებული იყო ის შეფასებები, რასაც აკეთებდნენ ხოლმე, თუმცა დღეს ერთ რამეში მეც დავრწმუნდი, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის იმდაგვარი, რომ მისი ტრანსპორტირება საავადმყოფოდან სასამართლოში არის რისკის შემცველი, რაც ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე იყო მანამდე, სანამ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, რაც, ჩემი აზრით, მთავარ პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას, რომ გასცეს პასუხი, რა სჭირს ამ ადამიანს.

მიუხედავად იმისა, ვართ მისი მოწინააღმდეგეები, მოგვწონდა როგორც პოლიტიკოსი თუ არ მოგვწონდა, როგორც არ უნდა იყოს, ის არის პირველ რიგში ადამიანი, ასევე იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მას ჰყავს ნახევარ მილიონამდე მხარდამჭერი ამ ქვეყანაში, რაც საკმაოდ დიდი ციფრია, ეს ადამიანები და ზოგადად სასამართლო იმსახურებს, რომ ხელისუფლებამ ნათელი პასუხი გასცეს კითხვას, მისი ჯანმრთელობის შესახებ: რა ჭირს მას რამდენად საშიშია და არსებობს თუ არა აუცილებლობა იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მისი სასჯელი გადადავადდეს და იქნას გაშვებული საზღვარგარეთ სამკურნალოდ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა