"ევროპის უნივერსიტეტში" მედიცინის ფაკულტეტის პერსონალისთვის ესპანელი პროფესორის ტრენინგების სერია დაიწყო

"ევროპის უნივერსიტეტში" მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგიების გასაცნობად ტრენინგების სერია დაიწყო. ინფორმაციას "ევროპის უნივერსიტეტი" ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ტრენინგებს ესპანეთიდან მოწვეული პროფესორი ვიქტორ მანუელ არსე ვასკესი გაუძღვება, რომელიც არის სრული პროფესორი სამედიცინო ფიზიოლოგიის მიმართულებით სანტიაგო დე კომპოსტელას მედიცინის უნივერსიტეტის ფიზილოგიის დეპარტამენტში.

„პირველი ტრენინგის თემაა - "ნოველ მეტჰოდოლოგიეს ფორ ტეაცჰინგ ანდ ასსესსმენტ ოფ უნდერგრადუატე მედიცალ სტუდენტს".

ტრენინგის ფარგლებში მომხსენებელი ისაუბრებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: შებრუნებული სწავლება, პრობლემაზე და კითხვებზე დაფუძნებული სწავლება, კლინიკურ გარემოში სწავლება, თანამედროვე შეფასების მეთოდები და შედეგების შენდგომი ანალიზი.

სწავლებისა და შეფასების ახალ მეთოდოლოგიაზე ტრენინგი ჩატარდება ორ ნაწილად, 28 და 29 ნოემბერს.

30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს კი მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის პროფესორი ვიქტორ მანუელ არსე ვასკესი ჩაატარებს ტრენინგს თემაზე - "აპპლიცატიონს ოფ პორტფოლიოს ფორ ტეაცჰინგ ანდ ასსესსმენტ ოფ უნდერგრადუატე მედიცალ სტუდენტს". თითეული ტრენინგის ხანგრძლივობა 4-5 საათს შეადგენს. ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა