სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის სრული განახლება მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე მას დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ უმასპინძლა.

„გრიგოლ გიორგაძემ დასრულებული საცხოვრებელი ყაზარმები დაათვალიერა, სადაც განახლდა იატაკი, ჭერი, კედლები და სრულად აღიჭურვა ახალი საშხაპეებით. დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემები, განხორციელდა კანალიზაციისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია. დასავლეთის სარდლობის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური მინი სპორტული მოედნის მოწყობაც იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულების შემდეგ მინისტრის მოადგილე სიმულაციურ კლასში საარტილერიო სადაზვერვო ჯგუფების სწავლების პროცესსაც დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება გრძელდება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მალე ქართული ჯარი ქვეყნის სამსახურში ნატოს სტანდარტების შესაბამის ბაზებზე იმსახურებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“