ისრაელსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ-ავივში შეხვედრები გამართა

2023 წლიდან თელ-ავივიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყების მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ისრაელში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თამარ არჩუაძე თელ-ავივში ავიაკომპანია EL AL el Israel Airlines-და Sun D'Or International Airlines ხელმძღვანელობას შეხვდა.

მათი ცნობით, შეხვედრები გაიმართა ასევე, ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან, რომლის ოპერირებაშიც ბენ გურიონისა და რამონის აეროპორტებია.

გენერალურ დირექტორ ჰაგი ტოპოლანსკისთან საუბრის მთავარი თემა ისრაელის ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყება იყო.

„საქართველო ისრაელში ძალიან პოპულარული ტურისტული მიმართულებაა., ისევე როგორც ისრაელი ჩვენი მოქალაქეებისთვის. განსაკუთრებით, კი პილიგრიმული ტურიზმის მიმართულებით. ისრაელის ავიაკომპანიები ჩვენი ქვეყნის ორ საერთაშორისო აეროპორტში კვირაში საშუალოდ 37 სიხშირით წარმატებით დაფრინავენ. იცით, რომ ევროპულ მიმართულებებთან ერთად ჩვენთვის პრიორიტეტია ახლო აღმოსავლეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლაც. ჩვენი შეხვედრების მიზანი უახლოეს მომავალში მათი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების დაწყების დაინტერესება იყო. რისი სურვილი და მზაობაც მათი მხრიდან დიდია“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ისრაელის სააეროპორტო ხელისუფლებასთან შეხვედრისას საუბარი გაიმართა თელ-ავივისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების შესაძლებლობებზე. შეხვედრას საქართველოს ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია დაესწრო.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა