იენს სტოლტენბერგი - ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების - ნატო-ს კარი ღიაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც

ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების. ნატო-ს კარი ღია რჩება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ 2008 წელს, ნატო-ს მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები და რა ეტაპზეა ამჟამად ეს პროცესი.

„ნატო-ს კარი ღია რჩება. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღებით მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, ვაჩვენეთ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ ნატო-ს 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნების გადასაწყვეტია და არა სხვისი. როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მას უნდოდა ნაკლები ნატო თავის საზღვრებთან და მიიღო საპირისპირო. მან მიიღო ნატო-ს ჯარების მეტი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ის ნახავს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას. ასე რომ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ნატო-ს კარი ღიაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც და ეს იყო ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ნაწილი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ამჟამად ალიანსი ფოკუსირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას, რომ ვლადიმერ პუტინი დამარცხდეს და გაიმარჯვოს უკრაინამ, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ