სემეკის ინიციატივით, საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და სემეკში მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგის პროექტის მხარდაჭერით, საქართველოში ენერგეტიკული კლუბი გაიხსნა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლუბის ფარგლებში გამართულ პირველ შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით სემეკის წევრმა, თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა მიმართა და საქართველოში ენერგეტიკული კლუბის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ენერგეტიკული კლუბის გახსნას სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრები, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, ლიცენზიატი კომპანიების, არასამთავრობო, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

ენერგეტიკული კლუბის მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებას. კლუბის ფარგლებში რეგულარული შეხვედრები გაიმართება, სადაც ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს, მოწვეულ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელონ.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, სემეკმა შეძლო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განეხორციელებინა, რომელიც საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ენერგეტიკულ ორგანიზაციებში ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილები და არაერთ ენერგეტიკულ უწყებასთან ვთანამშრომლობთ. კავშირების გაფართოება და გარკვეული ინტენსივობით საქართველოში უცხოელი კოლეგების, ინვესტორების მოწვევა, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებას ხელს შეუწყობს და ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე საქართველოს როლს გაზრდის“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო