GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლა

ტექნოპარკში, GITA -ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ ისრაელის ელჩს საქართველოში ჰადას მეიცადს უმასპინძლა.

ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ერთობლივი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის ისრაელის საელჩოს კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ქართული სტარტაპებისა და „ენჯელინვესტორების“ ნაწილში, ასევე ისაუბრეს ისრაელის IT კომპანიების მხრიდან მზარდ ინტერესზე საქმიანობის საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მათ ისარგებლონ მთავრობის ახალი საგადასახადო შეღავათებით.

„ავთანდილ კასრაძემ სტუმარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა GITA - ს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნულ სფეროში შრომითი ბაზრის კონკურენციის კიდევ უფრო ამაღლებასა და ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში კვალიფიციური კადრების მომზადებას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტექნოლოგიების გამოყენებისა და საქართველოში ახალი ქართული ტექნოლოგიების შექმნის ნაწილში ქართული ბიზნესის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა“, - აღნიშნულია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო