„თბილისი ენერჯი'' - გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 17 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 17 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 ნოემბერს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება. „გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება დღეს, მთაწმინდის რაიონში 17 000-მდე აბონენტს შეუწყდება. ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები ღამის 11:00 საათზე დაიწყება და კომპანია „თბილისი ენერჯის" ოპერატიული ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ ხვალ დილიდან ყველა აბონენტი ჩაირთოს.

აბონენტებისთვის გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 ნოემბერს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება.

კომპანია „თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო“,-აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო