თბილისის საკრებულოში ირინა აბესაძის წიგნის „საქართველოს მხატვართა კავშირის შექმნის სათავეებთან“ პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ირინა აბესაძის წიგნის „საქართველოს მხატვართა კავშირის შექმნის სათავეებთან“ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წიგნი საქართველოს მხატვართა კავშირის დაარსების 105-ე წლისთავს ეძღვნება. თამარ მეფის სახელობის დარბაზში წიგნის პრეზენტაციის პარალელურად თანამედროვე ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.

წიგნი „საქართველოს მხატვართა კავშირის შექმნის სათავეებთან“ თბილისის მერიის დაფინანსებითა და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით გამოიცა.

პრეზენტაცია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„მოხარული ვარ, რომ საკრებულოს სივრცე ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ღონისძიებას დაეთმო. მინდა წიგნის ავტორს მივულოცო და საქართველოს მხატვართა კავშირის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატო,“ - აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.

ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულოს წევრები, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ცერცვაძე, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო