ივანე ჩხაიძე - აცივების კვალდაკვალ, კიდევ უფრო მოიმატებს ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა და კლინიკებში მიმართვიანობაც უფრო გაიზრდება

მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს - რესპირაციული ვირუსების ბუნებიდან გამომდინარე, აცივების კვალდაკვალ, კიდევ უფრო მოიმატებს ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ს პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ვირუსულ ინფექციებსა და ბავშვთა კლინიკებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, დეკემბერ-იანვარში უფრო მეტი ვირუსული ინფექცია იქნება, მათ შორის გრიპი.

„მდგომარეობა ჯერ არ შეცვლილა. პირიქით, როდესაც სეზონურ ფაქტორზე ვსაუბრობთ, აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დეკემბერ-იანვარში, როდესაც უფრო მეტი ვირუსული ინფექცია იქნება, მათ შორის, გრიპი, მიმართვიანობა მაღალი დარჩება. მომდევნო 2 თვის განმავლობაში ველოდებით მაქსიმალურ მიმართვიანობას, კლინიკების მაქსიმალურ დატვირთვას. ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკის ზოგიერთ შტატში ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში აღნიშნავდნენ, რომ კლინიკებში ადგილები თავისუფალი არ იყო. აღნიშნულის უკან კი რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იდგა.

მოლოდინი, რომ ბოლო პერიოდში კლინიკებში მიმართვიანობა შემცირდება, არ გვაქვს. პირიქით, სტატისტიკიდან, დინამიკიდან და რესპირაციული ვირუსების ბუნებიდან გამომდინარე, აცივების კვალდაკვალ, სავარაუდოდ მიმართვიანობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, კიდევ უფრო მოიმატებს ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა“, - აღნიშნავს ჩხაიძე.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება