1 დეკემბერს, 10:30 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.29 (სასტუმრო “ბილტმორი”)
1 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
1 დეკემბერს, 11:00 საათზე, შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის, თამარ მეფის სახელობის დარბაზში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებში უფასო ტესტირება ჩატარდება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.8
საკონტაქტო: მაია ტაკაშვილი - 577 24 40 85
1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება
თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)
1 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, ნატო-ს PDD-ის მიერ დაფინანსებული პროექტის, „საქართველოს მდგრადობის გაძლიერება არასტაბილურ დროში“, ფარგლებში, საჯარო დისკუსია გაიმართება.
ღონისძიებას გახსნის ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის (NLO) ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორი, კორნელი კაკაჩიასთან ერთად. საჯარო დისკუსიას დაესწრებიან უსაფრთხოების ექსპერტები, ანალიტიკოსები და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები.
მის: შოთა რუსთაველის გამზირი 13 (სასტუმრო „თბილისი მარიოტი“)
1 დეკემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
1 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ენათმეცნიერ ნათია ტყემალაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: „ახალი წიგნის, „ოპოზიციურ წყვილთა ლექსიკონის“ გამოცემა და პრეზენტაცია“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
1 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მლვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
1 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომათა დარბაზი.
1 დეკემბერს 13:00 საათზე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გამართავენ. თემა: „საქართველოს და მსოფლიოს რეალობა, შიდსის სტატისტიკა - გამოწვევები და მიზნები“.
მის: შოთა რუსთაველის გამზ.7 (გია ჯოხთაბერიძის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი)
საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03; გიორგი ბერიძე - 577 10 08 30
1 დეკემბერს, 15:00 საათზე, საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ევროპულმა სასამართლომ გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე დარღვევა დაადგინა
მის: კახიძის #15
1 დეკემბერს, 15:40 საათზე, არგენტინის რესპუბლიკიდან, თბილისში სამუშაო ვიზიტით „ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის" ელჩი და „ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, კლაუდია ელენა ტომპსონი ჩამოდის.
საკონტაქტო: 555 90 32 48