ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ომი გაგრძელდება სხვა ტერიტორიებზე, შესაძლოა, სხვა კონტინენტებზეც კი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომი დასრულდება ან მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ამის სურვილი რუსეთის ფედერაციას ექნება.

„უკრაინელები რეალისტები არიან და ესმით, რომ ომში არიან რუსეთის ფედერაციასთან და მათ ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ამ საომარ მოქმედებებს თან ახლავს ომის დანაშაულებები: წამება, გაუპატიურება, სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე. ეს დასრულდება მაშინ, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ ან როცა ამას რუსეთის ფედერაცია მოინდომებს. რუსეთის ფედერაციას კი ამის სურვილი შეიძლება მხოლოდ მაშინ გაუჩნდეს, როცა იგრძნობს, რომ სუსტია, იზოლირებულია და არ ჰყავს პარტნიორები", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა The New York Times DealBook-ის სამიტზე.

მისი თქმით, სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი პარტნიორებისა და მთელი თავისუფალი სამყაროსგან უკრაინის მიმართ მხარდაჭერა.

„თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ომი გაგრძელდება სხვა ტერიტორიებზე, შესაძლოა, სხვა კონტინენტებზეც კი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს