ირაკლი კობახიძე - 400 დღეა აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, ეს წარმოუდგენელია - გვთხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ

400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი - ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ის „ემპათიის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული და შესაბამისად მიკერძოებულია.

„ორგანიზაცია „ემპათია“ არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა. აქედან გამომდინარე, სანდოობა არის ნულის ტოლი. მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია. მეორე, რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ასეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს. გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები, პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი თავისთავად არაფერს ნიშნავს. კონკრეტულად უნდა მიუთითონ, რა არის ისეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას და რაც არ აქვს სხვა პატიმარს. ამას ვერ ამბობენ, ამის მაგივრად არის რაღაც მშრალი საუბრები და პიარ კამპანია, ლობისტური კამპანიები, რაც არის მიუღებელი. ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის. ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ.

მთავარია დიაგნოზი - რეალურად როგორია პატიმრის მდგომარეობა. ასევე, მნიშვნელოვანია ემორჩილება თუ არა პატიმარი დანიშნულებებს, მითითებებს, რჩევებს, რომლებსაც მას აძლევენ მკურნალი ექიმები და ა.შ. 400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. მიზანი არის ემპათიისა და თანაგრძნობის გაჩენა, მიუხედავად უმძიმესი დანაშაულებისა, რომელიც აქვს ამ ადამიანს ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით პატიმრების წინააღმდეგ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ექსკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა, წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა