ირაკლი კობახიძე - როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს  600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე

როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე, შენდება ახალი სახლები და ამ ბინების 80-90%- ს ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები, ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში 450 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხელისუფლება სიღარიბის განულებისკენ მიდის და ამას 2030 წლისთვის მიაღწევს.

"უპრეცედენტო ზრდას რაც შეეხება, ზედიზედ ორი წელი ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, შარშან იყო 10.5, წელს პირველი 10 თვის მონაცემებით, 10, რაც აღემატება იმას, რაც თავიდან იყო პროგნოზირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ციფრებში რომ გამოვხატოთ, თუ იყო შარშან წლის დასაწყისში 4250 დოლარი, ამ წლის ბოლოს გახდება 7800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. ეს არის ისეთი მონაცემები რაც მათემატიკური სიზუსტით დადგენადია. რა თქმა უნდა, ეს ზრდა თანაბრად ყველა მოსახლეზე არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემებია, მაგალითად მსოფლიო ბანკის, რომ სულ რაღაც 3-4 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 850 000 ადამიანი, ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 000- ზე ნაკლები, ანუ 400 000- მა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები.

როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა (შეიძლება მცირეოდენი შეცდომა მომივიდეს, მაგრამ ბევრი არ იქნება), დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს უკვე 600 000- ს აღემატება, ხარისხიც არის გაუმჯობესებული მანქანების და რაოდენობაც. მოსახლეობა იგივეა რაც თბილისში იყო, მაგრამ ჰყავდათ 250 ათასი მანქანა და ახლა ჰყავთ 600 000. საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე. შენდება ახალი სახლები და ამ ბინებს ყიდულობენ ადამიანები, ამ შემთხვევაშიც, მინიმუმ 80-90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება და არა უცხოელებზე. ეს საიდან მოდის? ახალი ბინა ჩნდება და ახალი მეპატრონე, ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან. სამი მილიონ 700 ათას ადამიანზე ვერ გავრცელდება სამწუხაროდ ეს ზრდა თანაბრად, მაგრამ ვრცელდება საკმაოდ დიდ სეგმენტზე და ამას მიუთითებს ეს მონაცემები.

ესეც არ არის საკმარისი, როცა 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რა თქმა უნდა, ბედნიერი და გახარებული ვერ იქნები, მაგრამ მიმართულება არის სწორი და სწორედ ამას გვეუბნება სავალუტო ფონდი, რომ ჩვენ მოვახერხებთ 2030 წელს სიღარიბის განულებას, მთავარია აქეთ ვიაროთ და მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა,"- განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს