ასლან ბჟანია ვიაჩესლავ ვოლოდინს - თქვენი რანგის ადამიანებს შეუძლიათ უშეცდომოდ დაგვეხმარონ საკითხების გადაჭრაში, რომელთა მოგვარებაც ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დარწმუნებულია, რომ რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინის ე.წ. ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიძგს მისცემს მათ ურთიერთობებს.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბჟანიამ ვოლოდინთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„თქვენნაირი რანგის ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება, შეუძლიათ უშეცდომოდ დაგვეხმარონ იმ საკითხების გადაჭრაში, რომელთა მოგვარებაც ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ. ამიტომ, თქვენი ვიზიტი სრულად იმუშავებს რუსეთისა და აფხაზეთის ხალხის ინტერესებისთვის, ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებისა და პროდუქტიულობისთვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში! გმადლობთ მობრძანებისთვის“, - განაცხადა ბჟანიამ.

მანვე ასევე მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელმძღვანელობას მუდმივი დახმარებისთვის.

„ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პრობლემები ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით და რუსეთის ხელმძღვანელობის პოზიციის წყალობით ეს პრობლემა მოიხსნა“, - განაცხადა ბჟანიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო