ნიკა მელია სააკაშვილზე -  ადამიანი  არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იქ, სადაც ახლა არის - ყველამ გადაწყვიტოს, ინდივიდუალურად, რისთვის არის მზად, ეგუება სიკვდილს თუ არ ეგუება

იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნის ზურგშექცევის მდგომარეობაში იქნება ჩაყენებული და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას ყურს არ უგდებენ, ბუნებრივია, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება. ვფიქრობ, რომ მხოლოდ საუბრები და გულისწუხილი ამ ჩიხური მდგომარეობიდან ვერ გამოგვიყვანს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვისაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი აწუხებს უნდა გადაწყვიტოს რამდენად და რა ხარისხის თავდადებისთვის არის მზად.

„ჩვენ უახლოეს დღეებში ვიხილავთ სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ მიხეილ სააკაშვილს, თუ საზღვარგარეთ გადაიყვანენ, რისკენაც მოუწოდებს მთელი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოება.

იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნის ზურგშექცევის მდგომარეობაში იქნება ჩაყენებული და საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას ყურს არ უგდებენ, ბუნებრივია, ვერაფერი ძველებურად ვერ გაგრძელდება. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ საუბრები და გულისწუხილი ამ ჩიხური მდგომარეობიდან ვერ გამოგვიყვანს. ვისაც გულწრფელად აწუხებს, მან უნდა გადაწყვიტოს რამდენად და რა ხარისხის თავდადებისთვის არის მზად.

ფაქტია, დავინახეთ, რომ ამ ტიპის აქციებმა შედეგი არ გამოიღო. გვქონდა ჩვენ ალტერნატივა დაგვეწყო არა მშვიდობიანი და არა არაძალადობრივი აქციები, არამედ სხვა ტიპის, რადიკალური აქციები, რაც ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს არ მოემსახურებოდა. ამის შემდეგ ჩვენ თითქმის 5 თვის განმავლობაში ჩვენი ქმედებები მოვიყვანეთ თანხვედრაში მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარესთან და ეს ბუნებრივად მოხდა. ახლა უკვე დაიდო დასკვნები, ექსპერტთა ჯგუფების მიერ, რომელიც საუბრობს, რომ ადამიანი არ ექვემდებარება გამოჯანმრთელებას იქ, სადაც არის და ახლა თუ ამასაც ზურგს შეაქცევს ბიძინა ივანიშვილი - ყველამ გადაწყვიტოს, ინდივიდუალურად, რისთვის არის მზად, ეგუება სიკვდილს თუ არ ეგუება“, - განაცხადა მელიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის