ანონსი 5 დეკემბერი

5 დეკემბერს, 10:30 საათზე, ყირგიზეთის დელეგაცია ადგილობრივ ბიზნეს სექტორს შეხვდება. დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც სამთავრობო სტრუქტურების (შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, განათლების მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე) და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

თემა: ორ მხარეს შორის სავაჭრო და საინვესტიციო მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღმავება და ერთობლივი საქმიან ურთიერთობების განვითარება.

მის: ბელიაშვილის ქუჩა #106, მე-3 სართული.

საკონტაქტო: ცირა იობავილი - 598 544 415

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ).

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექიმი ინფექციონისტი, შორენა კიწმარიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „სეზონური ვირუსები: რა ტიპის ვირუსები ცირკულირებს, როგორია სიმპტომები და შესაძლო გართულებები. როგორ ხდება დაავადების მართვა სახლის პირობებში.

როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან - რეკომენდაციები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო : 593 53 45 24

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

5 დეკემბერს, 12.00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს.

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ბრატისლავის ვიზიტის შეფასება და alde-ს ახალი რეზოლუცია საქართველოს

მის: შევჩენკოს ქუჩა N1 (სასტუმრო „შოთა რუსთაველი“, პარლამენტის გვერდით)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N331 (C კორპუსი, III სართული)

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით გაიმართება პრეზენტაცია თემაზე „საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკის ანალიზი, პრობლემები და პერსპექტივები".

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი. (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307).

5 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

5 დეკემბერს, 15:00 საათზე, ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის დარბაზი

5 დეკემბერს, 15:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული).

5 დეკემბერს, 15:30 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ GITA-ს მხარდაჭერითა და HR პროფესიონალთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველოში პირველი და ყველაზე მასშტაბური HR გაციფრულების კვირეული დაიწყება, რომელსაც დაესწრება საჯარო და კერძო სექტორის 500-მდე HR პროფესიონალი, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, HR გაციფრულების კომპანიები/სტარტაპები და მთავრობის წარმომადგენელი.

ღონისძიების განმავლობაში საერთაშორისო სპიკერებთან ერთად განხილული იქნება HR გაციფრულების გლობალური ტენდენციები, გაიმართება პანელური დისკუსიები და HR გაციფრულების სტარტაპებისა და კომპანიების გამოფენა.

მის: შოთა რუსთაველის გამზირი 29

5 დეკემბერს, 17:00 საათზე, შშმ პირთა მხარდამჭერი ორგანიზაცია „ხელი ხელს“ გამართავს ერთ-ერთი ბენეფიციარის ნახატების გამოფენას.

ღონისძიება შშმ პირთა საერთაშორისო დღის ფარგლებში ტარდება.

მის: ჭოველიძის ქ.8-10, „ღია საზოგადოების ფონდის“ საგამოფენო სივრცე.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა