ანონსი 7 დეკემბერი

7 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 დეკემბერს, 10:30 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „სეზონური ვირუსი, ვირუსის მიმდინარეობა, სტატისტიკა და პიკის მოლოდინი“.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599 72 65 65

7 დეკემბერს, 10:30 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები", სასტუმრო „Shota Rustaveli Boutique Hotel“-ში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თემა: ახალი დაზარალებული პლასტიკური ქირურგიის კლინიკა „ტოტალ შარმისა" და ექიმ კონსტანტინე სულამანიძის წინააღმდეგ, სარჩელი სასამართლოში და სამედიცინო შეცდომები.

მის: შევჩენკოს ქ. №1

საკონტაქტო: 599 291202

7 დეკემბრს, 11:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის, USAID საქართველოს და აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ერთობლივი საჯარო-კერძო დიალოგი, საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვის კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

7 დეკემბერს, 11:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სიმსივნური ახალწარმონაქმნებისა და სხვა არაინფექციური დაავადებების სინერგიული კომბინირებული მკურნალობის უახლესი ტენდენციები. ბიო და ნანოტექნოლოგიები მედიცინასა და ფარმაციაში" გაიხსნება.

საკონტაქტო: ანანო წივწივაძე - 599 56 34 55

7 დეკემბერს, 11:15 საათზე, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით კვლევის „მარტოობა ხანდაზმულებში“ - ანალიტიკური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის გამზ.37მ

საკონტაქტო: სალომე ბენიძე - 577 211 300 ; სალომე მოდებაძე - 598 77 77 79

7 დეკემბერს, 12:00 საათზე, სავაჭრო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კერძო კომპანიების, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით კონფერენცია - „კრეტიული გადაწყვეტილებები, გამოწვევების დროს“ ჩატარდება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

საკონტაქტო: 599855251

7 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს სასამართლოს გუშაგის დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ბრიფინგს გამართავს და გამოეხმაურება მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საქმის მოსამართლის, გიორგი არევაძის ინტერვიუს.

მის: ლუბლიანას ქ. 13ბ.

7 დეკემბერს, 13:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორები სოფიო დემეტრაშვილი, მარი ჯიქია და კახა ძაგანია საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებას შეიტანენ.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.8

საკონტაქტო: 579 95 76 65

7 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

7 დეკემბერს, 13:30 საათზე, საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლაში, გლობალური პროგრამის - „SHE’s GREAT!“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში საქართველოს სტრატეგიის და განვითრების ცენტრი (GCSD) ახორციელებს, სასწავლო ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიებას აშშ-ს საგანგებო და სრულფულებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დაესწრება.

საკონტაქტო: ანი შველიძე - 593 69 96 22

7 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიას გადასცემს.

ღონისძიება გაიმართება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში.

7 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

7 დეკემბერს, 17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

საკონტაქტო: მაია შამანაური 555 56 54 55

7 დეკემბერს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის ცენტრი სასტუმრო „ვინდჰემ გრანდ თბილისში“ კინოპრემიერას მის მიერ დამზადებული დოკუმენტური სერიიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან“ გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიებას გახსნის პროექტის ავტორი და ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი.

მის: გუდიაშვილის 3

საკონტაქტო: მარიამ ბაგათელია - 571 18 65 57

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო