სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შურდული 2022“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალები სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „შურდული 2022“ პირველად ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლების ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამობილიზაციო სწავლება „შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის პროფესიული და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას, რეზერვისტების თავდაცვის ძალებში ინტეგრირებასა და უწყებათშორისი კოორდინაციის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას სწავლების სპეციფიკის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს.

„შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ ერთობლივად დაგეგმეს. მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. 5-დღიანი სწავლება საქართველოს მასშტაბით 9 ლოკაციაზე სიმულაციური სცენარის მიხედვით ვითარდება. სამობილიზაციო სწავლებაში მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების რეზერვისტები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ. სწავლების დასკვნითი ფაზა ამოცანათა შესრულების განხილვას ითვალისწინებს.

„შურდული 2022“ მიზნად ისახავს: საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს ეროვნული გვარდიის შტაბისა და რეზერვისტთა მომზადების ცენტრების სტანდარტული ოპერატიული პროცედურების დახვეწას; თავდაცვის ძალების დაკომპლექტებას და საბრძოლო დანაკარგების შევსების პროცედურების გაუმჯობესებას; ასევე, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას.

სწავლების გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი