პრემიერი - ბევრი მოვისმინე, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო, რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? - ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი

ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს , - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეეხებოდა.

მისივე თქმით, არავის სურს მიხეილ სააკაშვილს უმკურნალონ საქართველოში, რადგან მისი გარემოცვის მიზანია მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება.

„მე არც ექიმი ვარ და არ ვიცი, ამ ადამიანს რა სჭირს, გარდა იმისა, რაც თქვენ მოისმინეთ. ერთი ის ვიცი, რომ ჩამოსვლის დღიდან გადაწყვეტილი ჰქონდა აქ რევოლუცია და სისხლისღვრა მოეწყო. ციხეში ჩასმის დღიდან, ჯერ უკრაინაში ომი არ იყო დაწყებული, ემუქრებოდა ყველას: "თქვენ არ იცით აქ რამდენიმე ხანში სისხლის ღვრა დაიწყება, აქ უბედურება მოხდება", ამის მუქარებს აგრძელებდა სააკაშვილი. შემდეგ იცით, რომ 60 დღე იშიმშილა და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიო ისტორიაში, შიმშილობის ყველა რეკორდი მოხსნა. ვნახეთ ისიც, რომ კადრები გავრცელდა, თურმე ის ჭამდა კიდევაც, ფარულად მიიღებდა საკვებს. აღარ მინდა ამაზე საუბარი. სააკაშვილის ციხეში ჩასმის დღიდან მისი ილუზიები იყო, რომ ჯერ ერთ კვირაში უნდა გამოსულიყო გარეთ, შემდეგ ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში. საკუთარ თავს აჯერებდა, რომ ისე „კარგად თამაშობდა“ და ატყუებდა ყველას, რომ დაიჯერებდნენ მის შიმშილობას, იმას, რომ ცუდადაა და ყველა გაუშვებდა ციხის გარეთ. ეს, რა თქმა უნდა, არ და ვერ მოხდება. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო, არავის მივცემთ უფლებას ვინც არ უნდა იყოს ის, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი.

მე ბევრი მოვისმინე, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? რატი ბრეგვაძე გამოვიდა და საჯაროდ შესთავაზა, რომ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ. ერთადერთი მიზნით, მათი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება. ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა