ანონსი 8 დეკემბერი

ანონსი  8 დეკემბერი

8 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

8 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თანამშრომლობით „საქართველოში ქალების (ქალი კანდიდატების) პოლიტიკური მონაწილეობის დამაბრკოლებელი ბარიერების შესახებ" კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელი მარკუს ადელსბახი, ცესკოს წევრი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მაია ზარიძე გახსნიან.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

მის. ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ, სასტუმრო „პულმანი“

საკონტაქტო: თათა ძნელაძე - 5 51 22 66 00

8 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სამართლის დოქტორი, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი, სოფიო დემეტრაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

8 დეკემბერს, 12.00 საათზე, ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები სასტუმრო „მერკურში“ ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდებიან.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ.9

საკონტაქტო ტელ: 557 519 577

8 დეკემბერს, 12:00 საათზე, სამი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება (ზურა - გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე) მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას გამართავს.

მის: კახეთის გზატკეცილი 45ა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათაო ოფისი)

8 დეკემბერს, 12:00 საათზე, ბოლნისში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მის: ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. N95

8 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

8 დეკემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

8 დეკემბერს, 15:00 საათზე, აფხაზეთის ომში დაღუპულ 3 მებრძოლს: ოთარ გაგუას, ბორის ბერულავას და ფრიდონ (სპირიდონ) თირქიას, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ; 8 პირი, კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალება.

8 დეკემბერს, 16:00 საათზე, თელავში, სასტუმრო „ესკიზში“, რონდელის ფონდი სემინარსა და დისკუსიას „ძლიერი ქალები უსაფრთხო და თანასწორი გარემოსთვის“ გამართავს, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი აქტივიზმის კამპანიის ფარგლებში ტარდება.

საკონტაქტო: თათა კვაჭაძე - 599 74 66 33