ანონსი 9 დეკემბერი

9 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „გაეროს ქალთა ორგანიზაცია“ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითად შედეგებს წარადგენენ.
თემა: „საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები“.
საკონტაქტო: 595 35 64 68; 599 33 71 33
9 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)
9 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გამიმართება.
მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)
9 დეკემბერს, 11:00 საათზე, ახალი ტექნოლოგიური ინოვაციის, პრემიუმ ქარის ტურბინების პრეზენტაცია გაიმართება.
მის: სააკაძის მეორე შესახვევი, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი, მე-3 სართული, (ვახუშტის ხიდთან)
9 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტი სოსო არჩვაძე განცხადებას გააკეთებს.
თემა: „სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი“.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
9 დეკემბერს, 11:30 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ახალ კვლევას „კორუფციის რისკები აბასთუმანში“ წარადგენს.
მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #61 („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისი)
9 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე მთავრობის კანცელარიასთან ინიციატივას წარადგენს, რომელიც უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებს ეხება.
მის: ინგოროყვას ქ.7
საკონტაქტო: 598 002 110
9 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)
9 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ სასამართლო პროცესი გაიმართება.
9 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიშის და ახალი საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაცია გაიმართება.
შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)
9 დეკემბერს, 14:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)
9 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა სეფაშვილის შეხვედრა გაიმართება ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან, თემაზე: „სიძულვილისა და ზიზღის ენა მედიაში“.
პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)
9 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული)
9 დეკემბერს, 16:00 საათზე, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და პრემია „ლექსოს“ გამარჯვებულებს გამოავლენს. ღონისძიებას ნორვეგიის სამეფოს, ნიდერლანდების სამეფოს და სხვა ქვეყნების ელჩები საქართველოში, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ე. ნინოშვილის ქ.8 („ფაბრიკა“)
საკონტაქტო: თამთა ჩხაიძე - 598 10 02 28
9 დეკემბერს, 19:00 საათზე სასტუმრო „რუმსში“, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, აპოლიტიკური აკადემიის კურსდამთავრებულების ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებას ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, აკადემიის თანადამფუძნებლები ნინო ზამბახიძე, ვალერი ჩეხერია, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები დაესწრებიან.
მის: კოსტავას ქ.14
საკონტაქტო პირი: ნათია მსხილაძე 591051905

























