საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვას ითხოვენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვას ითხოვენ.

როგორც შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, მისი ჩართვა დისტანციურად უზრუნველყონ.

პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის, ნიკა აბრამიშვილის განცხადებით, ჩართვას სპეციალური დაწესებულებიდან თავად უზრუნველყოფდნენ, საავადმყოფოში კი კლინიკამ უნდა უზრუნველყოს პაციენტის ჩართვა, შესაბამისად, ის მოკლებულია შესაძლებლობას განმარტოს, კლინიკას რა დრო დაჭირდება ამის უზრუნველსაყოფად.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს